მოგების მაქსიმიზაცია
კალკულატორების მცირე საწარმო უშვებს ორი სახის კალკულატორს: ჩვეულებრივს და გრაფიკულს. გამოცდილებიდან იციან რომ ყოველდღე იყიდება სულ მცირე 10 ჩვეულებრივი და 8 გრაფიკული კალკულატორი.
ტექნიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, საწარმოოს არ შეუძლია დღეში 20-ზე მეტი ჩვეულებრივი და 17-ზე მეტი გრაფიკული კალკულატორის გამოშვება.
ამასთან ცნობილია, რომ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციის შესანარჩუნებლად მათ უნდა გამოუშვან დღეში არანაკლებ 30 კალკულატორისა.
ჩვეულებრივი კალკულატორის გამოშვება და გაყიდვა წამგებიანია: წაგება 2 ლარის ტოლია, ხოლო გრაფიკული კალკულატორის გამოშვება და გაყიდვა იძლევა 5 ლარიან მოგებას.
ამ პირობების გათვალისწინებით თითოეული სახეობის რამდენი კალკულატორი უნდა გამოუშვას ამ საწარმომ რომ მიიღოს მაქსიმალური მოგება?
რისი ტოლია ეს მაქსიმალური მოგება?